რუსეთი და ჩინეთი იზიარებენ თანაბარი, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის სურვილს, რათა მიაღწიონ გრძელვადიან ეკონომიკურ წინსვლას და სოციალურ კეთილდღეობას და პატივი სცენ თითოეული სახელმწიფოს უფლებას, ჰქონდეს განვითარების საკუთარი მოდელი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეკინში, ფორუმზე - „ერთი სარტყელი. ერთი გზა” - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რუსეთი და ჩინეთი, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები, იზიარებენ თანაბარი, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის სურვილს, რათა მიაღწიონ საყოველთაო მდგრად და გრძელვადიან ეკონომიკურ წინსვლასა და სოციალურ კეთილდღეობას ისე, რომ პატივი სცენ ცივილიზაციურ მრავალფეროვნებას და თითოეული სახელმწიფოს უფლებას, ჰქონდეს განვითარების საკუთარი მოდელი“, - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, ფორუმი - „ერთი სარტყელი. ერთი გზა” - პეკინში, 17-18 ოქტომბერს იმართება და მას 140-ზე მეტი ქვეყნიდან და 30 საერთაშორისო ორგანიზაციიდან 4 ათასზე მეტი ადამიანი ესწრება. დღეს, ფორუმის ფარგლებში, პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრა გაიმართება.