პარლამენტმა თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მინისტრის საათის ფორმატში მოუსმინა. მის გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მინისტრს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს როდესაც სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ბურჭულაძეს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მინისტრმა ქვეყნის გამოწვევებზე არაფერი თქვა. განსხვავებული პოზიცია აქვთ ,,ქართულ ოცნებაში" სადაც მიიჩნევენ რომ მინისტრმა ყველა კითხვას შესაბამისი ამომწურავი და ადეკვატური პასუხი გასცა.