პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამატებით კიდევ 2 არამოსამართლე წევრი აირჩია, რაც იმას ნიშნავს რომ არამოსამართლე წევრობის მსურველებისთვის ვაკანტური ადგილი აღარ დარჩა. კენჭისყრის პროცესი ფარული იყო, შესაბამისად უცნობია ვინ იყო ის ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი რომელმაც ,,ქართულ ოცნებასთან" ერთად ლევან ნემსაძისა და გოგა კიკილაშვილის აირჩევას მხარი დაუჭირა. ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაციით , გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია, სწორედ ამიტიმ ოპოზიცია დარწმუნებულია რომ ქართული ოცნება ამ გადაწყვეტილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობას მაქსიმალურად ზღუდავს.,ოპოზიციისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ სახელისუფლებო გუნდში. ,,ქართულ ოცნენბაში" ყურადღებას რეკომენდაციების შესრულებაზე ამახვილებენ და ამბობენ რომ მათი არჩევით 12 რეკომენდაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი შესრულდა.