ისრაელში  ბოლო 11 დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს საქართველოში ისრაელის ელჩი - ჰადას მეიცადი გამოეხმაურა - Palitra News

ისრაელში  ბოლო 11 დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს საქართველოში ისრაელის ელჩი - ჰადას მეიცადი გამოეხმაურა

2023-10-17 19:47:45+04:00

ისრაელში ბოლო 11 დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს საქართველოში ისრაელის ელჩი - ჰადას მეიცადი გამოეხმაურა. მან ყურადღება ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მხრდიან დახოცილ უდანაშაულო ადამიანებზე გაამახვილა. მისი ინფორმაციით, ისრაელზე თავდასხმას 1000- ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი ტყვედ ჩავარდა. ელჩის განცხადებით, ისრაელის მთავარი მიზანი ტერორიზმთან ბრძოლა, შემდგომში კი იმის გარკვევაა, თუ როგორ მოხვდნენ ჰამასელები ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე.