პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია. ერთ-ერთი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შვილია. საკანონმდებლო ორგანოში არამოსამართლე წევრები, ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი, 90-90 ხმით აირჩიეს, შესაბამისად, ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხი წლის ვადით გამწესდნენ. ნემსაძესა და კიკილაშვილს მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატამა დაუჭირა, თუმცა უცნობია ვინ, რადგან კენჭისყრა ფარული იყო.