საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილე 26 პირი, რომლებმაც სხვა 134 აპლიკანტთან ერთად გასაუბრების ეტაპი ვერ გადალხეს, „სამართლიან არჩევნების” დახმარებით სასამართლოში დავას განაგრძობს. ისინი გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და მისი ხელახლა, სამართლიან გარემოში, გამართვას მოითხოვენ. როგორც “ სამართლიან არჩევნებში” განმარტავენ, 2022 წლის 20 ოქტომბერს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდა გამოცხადდა, რომლის მიზანი საჯარო სკოლებში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე სერტიფიცირებული დირექტორების არჩევა იყო. მათივე თქმით გასაუბრების ეტაპს კომისიების გადაწყვეტილებებით გამოეთიშნენ ისეთი კანდიდატებიც, რომლებსაც ტესტირებაში მაღალი შეფასებები ჰქონდათ მიღებული, ან რომელთაც მრავალწლიანი, მათ შორის დირექტორად მუშაობის, გამოცდილება აქვთ. ორგანიზაციის შეფასებით, სამეურვეო საბჭოებისთვის კანდიდატების წარუდგენლობის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია და ისინი განათლების სამინისტროსგან მეტი ინფორმაციის მიწოდებას ელოდებიან.