"გირჩი-მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ლიდერებმა, ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ იმ ადამიანების სია წარადგინეს, რომელთა სახელები და გვარებიც პორტალ Mona.ge-ზე განთავსდება. სიაში ყოფილი მაღალჩინოსნები, მოსამართლეები და სამართალდამცავები მოხვდნენ. მათი განცხადებით, სია დღესვე გადაეგზავნებათ საქართველოში დასავლეთის ქვეყნების აკრედიტებულ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს. პოლიტიკურმა გაერთიანებამ ინტერნეტ პორტალი გასულ კვირას შექმნა და მისი მიზანია იმ ადამიანების გამოაშკარავება, რომლებიც ევროინტეგრაციის გზას ხელს მიზანმიმართულად უშლიან