რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა, თუმცა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთის ფედერაცია ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში რუსეთიდან საქართველოში 59 მილიონ დოლარზე მეტი გადმოირიცხა. მაშინ როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი - 60 მილიონ დოლარს აჭარბებდა, ხოლო წინა წლის სექტემბერთან შედარებით რუსეთიდან გზავნილები 66%-ით არის შემცირებული. გზავნილებში მეორე ადგილს იტალია იკავებს, მესამეზე ამერიკაა, მეოთხეზე გერმანია, ხოლო მეხუთეზე საბერძნეთი. ჯამში, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში 283 მილიონ 878 ათასი დოლარი გადმოირიცხა, ხოლო საქართველოდან საზღვარგარეთ 28 მილიონ 923 ათასი დოლარია გადარიცხული. ზოგადად საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა ერთი წლის განმავლობაში 26.7%-ით არის შემცირებული.