იტალიის პოლიციამ ანტი-ტერორისტული ოპერაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ეგვიპტის მოქალაქე და ეგვიპტური წარმოშობის იტალიის მოქალაქე დააკავეს. მათ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და თავდასხმის ორგანიზება ედებათ ბრალად. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ტეროროსტული აქტის მოწყობის საფრთხე არ არსებობს, თუმცა იტალიის პოლიცია და თავდაცვის ძალები მუდმივ მზადყოფნაში იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 ოქტომბერს ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი ლიკვიდირებულია. მან ბრიუსელის ცენტრში ავტომატური იარაღით შეიარაღებულმა პირმა შვედეთის საფეხბურთო ნაკრების ორი გულშემატკივარი მოკლა. მოგვიანებით თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ იგი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრია.