საქართველოს სახალხო დამცველმა „არასათანადო მოპყრობის ზოგადი და სპეციალური მუხლებით კვალიფიკაციის პრაქტიკული ანალიზის“ სპეციალური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში გამოვლენილია საკანონმდებლო ხარვეზები და პრაქტიკაში არსებული პრობლემები, მათ შორის, არასათანადო მოპყრობისთვის განსაზღვრული სასჯელის პროპორციულობისა და აღსრულებასთან მიმართებით საპროცესო შეთანხმების, ამნისტიისა და შეწყალების გამოყენების საკითხები. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, გენერალური პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.