საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს პრეზოდენტის, სალომე ზურაბიშვილის პირველ განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკვე გამოეხმაურნენ. ზურაბიშვილის მხრიდან მმართველი გუნდის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკულ განცხადებებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მდაბიოს უწოდებენ. ოპოზიციაში კი პრეზიდენტს ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპულ ქვეყნებში ვიზიტი მომავალშიც უნდა გააგრძელოს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. კიდევ რას ამბობენ აღნიშნულ საკითხზე დეპუტატები.