ე.წ. დავით გარეჯის საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, 200 000-იანი მასშტაბის რუკა ერთ-ერთ ბრალდებულს, ივერი მელაშვილს საკუთარ კაბინეტში ჰქონდა, თუმცა, ის შესაბამისი საბჭოსთვის არ მიუწოდებია. აღნიშნულის შესახებ სადრაძემ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. სადრაძემ, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მინდია ჯანელიძის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზეც ისაუბრა, რომელიც იმ პერიოდში კრიზისების საბჭოს მდივანი იყო.