ომის მეათე დღეს ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა, ღაზაში კი გარდაცვლილთა რაოდენობა 2750-ზე მეტია. ისრაელის ჯარი ღაზას საზღვრებთან ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ისრაელმა ღაზას მოსახლეობას ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზა უკვე 500 000-მა ადამიანმა დატოვა. ამავდროულად, ისრაელში კიდევ ერთხელ ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენი შეხვედრას ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მართავს, ვიზიტის ფარგლებში ის ასევე ისრაელის საგანგებო მთავრობასაც შეხვდება. როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო ლიდერები ისრაელში მიმდინარე კონფლიქტს, როგორია ექსპერტების აზრი და რას ამბობენ ისრაელში მცხოვრები ქართველები, თემის დეტალებით ნატალია თვაური შემოგვიერთდება.