მაუწყებლი შესახებ კანონში შესატანი მორიგი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად დაინიცირდა, თუმცა აღნიშნულმა საკითხმა სხდომაზე დეპუტატებს შორის კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. ერთმანეთს დაუპურისპირდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. ამის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე დეპუტატების მხრიდან აქტიურად კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებებიც. ოპოზიცია მმართველი გუნდისა და მოძრაობა ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს აკრიტიკებს და მედიის მორიგ შეზღუდვად აფასებს. თავისმხრივ ქართული ოცნების დეპუტატები კი ფიქრობენ რომ ცვლილებები ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. რას გულისხმობს მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი მორიგი ცვლილებები და რა შეფასებები კეთდება დეპუტატები მხრიდან მეტ ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.