მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველ პროგრამას გაავრცელებს, მას გარკვეული ეტაპის შემდეგ ჯარიმის გადახდაც მოუწევს. აღნიშნულ საკითხს დილიდან დეპუტატები და საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურნენ.