მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში საზღვრის კვეთების რაოდენობამ ჯამში 7 180 916 შეადგინა. შსს-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კვეთების 76% უცხოელებზე მოდიოდა, ხოლო 24% ადგილობრივებზე. აღნიშნული მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. შედარებისთვის, გეტყვით, რომ შარშან, ანალოგიურ პერიოდში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების 2 267 523 შემოსვლა დაფიქსირდა. თუმცა, წლევანდელი მონაცემები, 2019 წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. წელს, III კვარტალში ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, შესაბამისად, რუსეთმა უმსხვილეს ქვეყნებს შორის ამ მაჩვენებლებით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე -სომხეთი. შემდეგ მოდის ევროკავშირის ქვეყნები.