ისრაელის ჯარი ღაზას საზღვრებთან ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება - რა ვითარებაა ამ წუთებში ისრაელში - Palitra News

ისრაელის ჯარი ღაზას საზღვრებთან ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება - რა ვითარებაა ამ წუთებში ისრაელში

2023-10-16 12:09:41+04:00

ომის მეათე დღეს ისრაელში კვლავ დაძაბულია ვითარება. ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა, ღაზაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 2700-მდე ადამიანს შეადგენს. ისრაელის ჯარი ღაზას საზღვრებთან ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ისრაელმა ღაზას მოსახლეობას ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზა უკვე 500-ი ათასმა ადამიანმა დატოვა.