ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ - „კანონი და სამართლიანობამ“ - პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. მიუხედავად ამისა, მოპოვებული ხმები არასაკმარისია იმისთვის, რომ პარტია ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩეს. Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პარტიამ - „კანონი და სამართლიანობა“ ხმათა 36.8%-ი მოიპოვა, ოპოზიციურმა კოალიციამ კი - 31.6%-ი. BBC-ი წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეგზიტპოლის შედეგები გამართლდა, დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიციას“ მმართველი ძალის შექმნის უკეთესი შანსი აქვს.