აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელმა „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ ტერაქტებზე რეაგირება უნდა მოახდინოს, თუმცა ღაზას ხელახალი ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება. კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის ღაზას სრულ ბლოკადას, ბაიდენმა უპასუხა, რომ დარწმუნებულია, ისრაელი ომის წესებს დაიცავს და ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას მედიკამენტებზე, საკვებსა და წყალზე წვდომის საშუალებას მისცემს. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელმაჰამასს“ შესაბამისად უნდა უპასუხოს.