ირანი ისრაელს აფრთხილებს, რომ თუ ღაზას სექტორის დაბომბვას არ შეწყვეტს, ამას შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება. მედიის ინფორმაციით, ირანმა ისრაელს გაერო-ს საშუალებით შეტყობინება გაუგზავნა, რომ ის შესაძლოა კონფლიქტში ჩაერიოს, თუ ისრაელი ღაზაში „ჰამასის“ გასანადგურებლად სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. შაბათს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს სპეციალურ კოორდინატორს ბეირუთში შეხვდა, რათა არსებული სიტუაცია განეხილათ. მოგვიანებით, ირანის საგარეო საქმეთა მიისტრი კატარში „ჰამასის“ ლიდერს, ისმაილ ჰანიესაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ თანამშრომლობა „ჰამასის“ მიზნების მისაღწევად.