გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს ისრაელში, პალესტინის ტერიტორიებსა და ლიბანში არ გაემგზავრონ. სამინისტრო, ასევე, მიმართავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე აღნიშნულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, რომ თავიანთი მონაცემები გერმანიის მთავრობას მიაწოდონ. საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანას გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატები. საელჩოს განმარტებით, ევაკუაცია მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებსა და მათ უახლოეს ოჯახის წევრებს შეეხება. გემი შტატების მოქალაქეებისთვის ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფადან ორშაბათს გაემგზავრება.