ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ იმის განცხადებით, ისრაელის ქმედებები ღაზაში თავდაცვის ფარგლებს სცდება. მისივე განცხადებით, ისრაელის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ღაზაში მცხოვრები მოსახლეობის კოლექტიური დასჯა. ჩინეთის საგარეო უიწყების პირველი პირი მიიჩნევს, რომ მხარეები რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან.