ერევანში ჩასვლის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი შესაძლოა დააკვონ. სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. სომხეთმა რომის სტატუტს 1998 წლის 17 ივლისს მოაწერა ხელი, თუმცა ამ დრომდე არ ჰქონდა ის რატიფიცირებული. 2004 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ წესდება მაშინ მოქმედ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო. 2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. მოსკოვში განაცხადეს, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირებას ორმხრივი ურთიერთობებისთვის ნეგატიური შედეგები ექნება.