საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო დასკვნამდე 2 დღე რჩება. 16 ოქტომბერს გახდება ცნობილი დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია, როდესაც მან მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპელ ლიდერებთან ვიზიტები განახორციელა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ,რომ საკონსტიტუციო სასამართლო არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს. მეტიც, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი იმასაც აცხადებს რომ ქართული ოცნება იმპიჩმენტის ჩასატარებლად საჭირო 100 ხმას მოაგროვებს. თავისმხრივ მმართველი გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილის მხრიდან სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა და სწორედ ამიტომ მოსამართლეებმაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად უნდა იხელმძღვანელონ.