საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა, რომელსაც სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.