ათასობით პალესტინელი ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილს ტოვებს. ისრაელის მიერ დაანონსებული მასშტაბური თავდასხმის დაწყებამდე მილიონზე მეტ ადამიანს რეგიონის დასატოვებლად ვადა ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე აქვს. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ისინი მოსახლეობას სამხრეთისკენ გადაადგილებისა და მდინარე ღაზას გადაკვეთის უფლებას ორი მთავარი მარშრუტის საშუალებით აძლევენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი ალი ქადჰი მოკლეს. მედიის ცნობით, ის გასულ შაბათს ისრაელზე თავდასხმის ერთ-ერთი ინციატორი იყო. ბოლო მონაცემების მიხედვით, „ჰამასის“ თავდასხმებს ისრაელში 1 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 150 კი ამ დრომდე მძევლად რჩება. პარალელურად ისრაელის ავიაიეირშებს სულ მცირე 2 200 პალესტინელი ემსხვერპლა, 8 700-ზე მეტი კი დაშავდა. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონლფიქტს 100-ზე მეტი უცხოელის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის არიან ბრიტანეთის, ტაილანდის, საფრანგეთისა და არგენტინის მოქალაქეები. ისრაელის მიმართ მტკიცე მხარდაჭერს აგრძელებს აშშ. ჯო ბაიდენის თქმით, აშშ ისრაელს თავდაცვისთვის ყველა საჭირო შეირაღებას გაუგზავნის. ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გადაიჭრას ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში.