ჯოზეფ ბორელი - ღაზაში მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმა სრულიად შეუძლებელია განხორციელდეს - Palitra News

ჯოზეფ ბორელი - ღაზაში მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმა სრულიად შეუძლებელია განხორციელდეს

2023-10-14 14:32:24+04:00

ღაზაში მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმა „სრულიად შეუძლებელია განხორციელდეს“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა პეკინში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას წარმოვადგენ და ვამბობ, რომ ევაკუაციის გეგმის განხორციელება სრულიად, სრულიად შეუძლებელია“, - აცხადებს ბორელი.

„წარმოდგენა იმის შესახებ, რომ 24 საათში მილიონი ადამიანის გადაადგილება ღაზაში შექმნილი სიტუაციის დროს შესაძლებელია, მხოლოდ ჰუმანიტარული კრიზისი შეიძლება იყოს“, - დაამატა მან.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ღიად გამოხატა ისრაელის მხარდაჭერა, ჯოზეფ ბორელმა ისრაელს მოუწოდა, რომ საკუთარი თავის დაცვის პროცესში საერთაშორისო სამართალი არ დაარღვიოს.