ისრაელსა და ღაზაში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ საქართველოში. სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ ისრაელს რთული გზა აქვს გასავლელი, თუ ის ღაზას სექტორში შესვლას გადაწყვეტს. მათივე თქმით, თუ ისრაელის მიზანი ჰამასის სამხედრო ძალების განადგურება იქნება, მას საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ნამდვილად ექნება, თუმცა ექსპერტები აქვე აღნიშნავენ, რომ ისრაელის ულტიმატუმი, რომელიც ღაზადან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანას ეხება, რთულად შესრულებადია.