იუსტიციის სახლებში მისულ მოქალაქეებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გაცნობის საშუალება აქვთ. იუსტიციის სახლში პროცესის მიმდინარეობას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე იუსტიციის სახლის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო. გიორგი შარაბიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ყველა იუსტიციის სახლში საარჩევნო ელექტრონული აპარატებია განთავსებული და მოქალაქეებს აქვთ საშუალება თავად ნახონ როგორ იმუშავებს 2024 წელს არჩევნებში ტექნოლოგიები.