პოლიციამ 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მანამდე სასამართლომ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 14 წლის გოგონა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 28 წლის მეუღლემ 6 ოქტომბერს მოკლა.