ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქედებები გრძელდება. „ჰამასის“ თავდასხმებს ისრაელში 1 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 150 კი ამ დრომდე მძევლად რჩება. პარალელურად ისრაელის ავიაიეირშებს სულ მცირე 2 000 პალესტინელი ემსხვერპლა, 338 000 კი იძულებით ევაკუაციაში იმყოფება. ისრაელმა ღაზას სექტორს საწვავის, საკვებისა და წყლის მიწოდება შეუჩერა იქამდე, სანამ „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ღამით განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, "ჰამასის" საჰაერო ძალების მეთაური მოკლეს. მათი თქმით, მოკლულია მურად აბუ მურადი, რომელიც გასულ შაბათ-კვირას საბრძოლო მოქმედებების დროს, ტერორისტებს ხელმძღვანელობდა. უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშის მიხედვით, ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში და ლიბანში თეთრი ფოსფორი გამოიყენა. ისრაელის ხელისუფლებამ ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილზე მასშტაბური თავდასხმა დააანონსა და მილიონ ასი ათას მცხოვრებელს რეგიონის დასატოვებლად 24 საათი მისცა, რაც რამდენიმე საათში იწურება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მოსახლეობა საევაკუაციო დერეფნების გამოყენებას დღეს ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეძლებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ ღაზაში მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმის განცხორციელება სრულიად შეუძლებელია და ისრაელს მოუწოდებს საერთაშორისო სამართალი არ დაარღვიოს.