რობინ დანიგენი საქართველოს მთავრობას და ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა - Palitra News

რობინ დანიგენი საქართველოს მთავრობას და ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა

2023-10-13 20:31:02+04:00

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი უკვე თბილისშია. ის უკვე შეხვდა საქართველოს მთავრობას და ქვეყნის პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილს დანიგანმა რწმუნების სიგელი გადასცა. საკითხს უკვე მოყვა პოლიტიკური გამოხმაურება. ოპოზიცია მიიჩნევს რომ კელი დეგნანის მსგავსად ახალი ელჩი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების და დასავლური ინტერესების გატარებას ეცდება, რაც მათივე თქმით ქართული ოცნებისთვის არასახარბიელო იქნება. თემაზე სალომე ჯაფარიძე მეტ დეტალს გვეტყვის.