საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია, ამბობს, რომ საელჩოში საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არ არის შესული. მისივე თქმით, ჯერ ვერ ხერხდება საქართველოს მოქალაქის შვილის, თამარ გოლდენბერგის კვალის პოვნა. ჟვანია ამბობს, რომ ის სავარაუდოდ, გამტაცებლების ხელშია.