რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტი ორ თვეში ამოქმედდება, თუმცა ის უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას არ შეეხება. დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გათავისუფლდება ყველა, ვისაც პატიმრობა 3 წლამდე ვადით ჰქონდა მისჯილი. ირაკლი ბებუა სასჯელს აფხაზეთის დროშის დაწვისთვის იხდის. უმრავლესობის მტკიცებით, ხელისუფლება უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს, ოპოზიციის ნაწილი კი მიუთითებს, რომ საკითხის მიმართ უმრავლესობის სათანადო ინტერესი არ ჩანს.