როგორია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შანსები - მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს რომ ბოლო პერიოდში საქართველოს მხარდამჭერთა რიცხვი ევროპაში გაიზარდა. საქართველოს ხელისუფლებას 12 რეკომენდაციის გარშემო გაწეულ სამუშაოს აკრიტიკებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ ოცნების გუნდის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებების ფონზე ქვეყანას დადებითი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.