ირაკლი კობახიძე - ოპტიმისტურად ვართ განწყობილი აშშ-ის ახალი ელჩის მიმართ, იმედი გვაქვს, აღარ მოხდება ექსტრემიზმის წახალისება, „კანვასის“ მსგავსი ტრენინგების დაფინანსება და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა - Palitra News

ირაკლი კობახიძე - ოპტიმისტურად ვართ განწყობილი აშშ-ის ახალი ელჩის მიმართ, იმედი გვაქვს, აღარ მოხდება ექსტრემიზმის წახალისება, „კანვასის“ მსგავსი ტრენინგების დაფინანსება და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა

2023-10-13 15:58:18+04:00

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი უკვე თბილისშია. ის უკვე შეხვდა საქართველოს მთავრობას და ქვეყნის პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილს დანიგანმა რწმუნების სიგელი გადასცა. საკითხს უკვე მოყვა პოლიტიკური გამოხმაურება. ოპოზიცია მიიჩნევს რომ კელი დეგნანის მსგავსად ახალი ელჩი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების და დასავლური ინტერესების გატარებას ეცდება, რაც მათივე თქმით ქართული ოცნებისთვის არასახარბიელო იქნება.