ისრაელში კვლავ უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ქვეყნის დიდ ქალაქებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის. „ჰამასი“ მრისხანების დღეს აანონსებს. ისრაელი ღაზას სრულ ბლოკადას აგრძელებს, ბომბავს ტერორისტული ორგანიზაციის სტრატეგიულ პუნქტებს და სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთვის ემზადება. „ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აშკელონისკენ 150 რაკეტა გაუშვეს. სამიზნეებს წარმოადგენს ღაზას საღვართან მდებარე ისრაელის სხვა ქალაქებიც. პარალელურად ისრაელში ვიზიტით ამერიკის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ჩავიდა. დღესვე ისრაელში ევროპარლამენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტებს ელოდებიან. რა ვითარებაა ისრაელში და რას ამბობენ საერთაშორისო ლიდერები.