ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა 43 000 პირმა დაკარგა. ფაქტი იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში გაგზავნილი წერილიდან ირკვევა. 43 ათასი შემთხვევიდან ნახევარზე მეტს მოქალაქეობა იმის გამო შეუწყდა, რომ მათ რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს. ყველაზე მეტ ადამიანს მოქალაქეობა შეუწყდა 2013 წელს, ხოლო ყველაზე ცოტას - 2020 წელს.