ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მოწოდების საპასუხოდ, „ჰამასი“ მოუწოდებს ღაზის მცხოვრებლებს, არ დატოვონ სახლები. ტერორისტულმა ჯგუფმა ისრაელი „ფსიქოლოგიურ ომში“ დაადანაშაულა. გაერო-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ისრაელის თავდაცვის ძალების შეტყობინების თანახმად, 24 საათის განმავლობაში ღაზას ჩრდილოეთით მყოფი მთელი პალესტინელი მოსახლეობის ევაკუაცია სამხრეთ ღაზაში უნდა მოხდეს.