რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტი ორ თვეში ამოქმედდება, თუმცა ირაკლი ბებუას არ შეეხება. დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გათავისუფლდება ყველა, ვისაც პატიმრობა 3 წლამდე ვადით ჰქონდა მისჯილი. ირაკლი ბებუა სასჯელს აფხაზეთის დროშის დაწვისთვის იხდის. დე ფაქტო სასამართლომ ის „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა და 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.