სამი შვილის დედა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და თბილისის მერს დახმარების თხოვნით მიმართავს. სოციალურად დაუცველი ოჯახი ავტოფარეხში ცხოვრობს. ნინო სეფიაშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე წითელი ჯვრის მეშვეობით გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა, რის გამოც მას ორხევში არსებულ სოციალირ საცხოვრებელში ყოფნის უფლება აღარ მისცეს. ოჯახი საერთო საცხოვრებელში დაბრუნებას ითხოვს .საკითხთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, თეონა ჭალიძე შესაბამის უწყებებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.