ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და სანდო სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, არგენტინელის მაიამის "ინტერმა" MLS-ში პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა, რის შემდეგაც დაიწყო საუბარი, თითქოს ის გუნდს იჯარი წესით დატოვებს. რომანომ აღნიშნა, რომ მას მესის და მისი შესაძლო იჯარის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნია. აქვე, იტალიელი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი მაიამის "ინტერზე" კონცენტრირებული და ამ დროისთვის სალაპარაკო მეტი არაფერია. ფაბრიციო რომანომ ასევე დასძინა, რომ დიდი საფეხბურთო სახელების ირგვლივ ბევრი სპეკულაცია შეიძლება წარმოიშვას და გასაგებია, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არც მანვე დაამატა, რომ არცერთი გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათ შორის, "ბარსელონას" ან რომელიმე სხვა კლუბის შესახებ ჭორები.