რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გასულ 24 საათში, ფრონტის ხაზზე 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა ჯარების პოზიციებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 4 სარაკეტო, 65 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი თავს 54-ჯერ დაესხნენ. რუსულმა ძალებმა თავდასხმებისას შაჰედის ტიპის დრონები გამოიყენეს, მათი დიდი ნაწილი უკრაინულმა თავდაცვამ გაანადგურა. გენშტაბის ცნობითვე დიდია მტრის დანაკარგებიც უკრაინული თავდაცვა რუსების იარაღისა და ცოცხალი ძალის განლაგების სტრატეგიულ უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.