გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლებთან შეხვედრა გახსნა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება მწვანე სტიპენდიების პროგრამაზე გაამახვილა. პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დეფიციტური პროფესიების წასახალისებლად შეიმუშავა. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე მიმდინარე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესებს, ინფორმაციას ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობის შესახებ, საფრთხის რუკებსა და მათ მნიშვნელობას, ადრეული გაფრთხილების სისტემებს, თუ როგორ აწარმოებს გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტრიულ დაკვირვებას და რა მნიშვნელობა აქვს მას.