რუსეთმა უკრაინის მიმართულებით შაჰიდის ტიპის 30-ზე მეტი დრონი გაუშვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, თავდასხმის სამიზნე უკრაინის ექვსი სხვადასხვა ოლქი იყო. ერთ-ერთი დრონი ოდესაში ჩამოვარდა, დააზიანა ინფრასტრუქტურა და დაიჭრა 1 ადამიანი. ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს ხერსონის მიმართულებითაც, სადაც 1 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა ხარკოვის სოფელ გროზაში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად - ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 56 ადამიანი. თავის მხრივ, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, უკრაინიდან გაშვებული დრონის ჩამოვარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის არმიის გენერალური შტაბის განმარტებით, საჰაერო თავდასხმების სამიზნე რუსეთის არმიის სამხედრო პერსონალის და საბრძოლო მასალების პოზიციები იყო.