ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა რუსეთთან საჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, რუსეთთან ერთად საჰაერო თავდაცვის რეგიონალური სისტემა შეიქმნება, ორივე ქვეყნის საჰაერო თავდაცვას გააუმჯობსებს. დოკუმენტის რატიფიცირება ყირგიზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტის ფარგლებში მოხდა. მოსკოვსა და ბიშკეკს შორის აღნიშნული შეთანხმება 2022 წლის 16 აგვისტოს დაიდო. პუტინმა მისი რატიფიცირება 2023 წლის 29 მაისს მოახდინა.