მსუბუქი ავტო ტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. რიკოთის გზაზე, მსუბუქი და სამგზავრო ავტო ტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმი ძალაში რჩება, თუმცა იზრდება 4 საათით. ამ ტიპის ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული იქნება ორმხრივად, 21:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე. გადაწყვეტილების საფუძვლად მოძრაობის ინტენსივობის შემცირება სახელდება. გარდა ამისა, გზის 149-ე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოებიც დასრულდა.