„გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ იწყებენ ახალ პროექტს სახელწოდებით ,,მონა.ჯი". აღნიშნული პროექტის მიზანი „რუსეთის მსახურების“ საჯარო მხილებაა. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ პროექტის სამიზნე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელი, მოსამართლე და ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც ქვეყანაში რუსულ ინტერესებს ატარებენ და ხელისუფლების ოპონენტების მიმართ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებენ. პროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ მათ კომუნიკაცია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც აქვთ.