ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგანი უკვე თბილისშია. საქართველოში მისი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს. რობინ დანიგანი ამ დრომდე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს ის ავსტრიის, ვიეტნამის, ჩილეს, თურქეთის, კუბასა და სალვადორის საელჩოებშიც მუშაობდა. დანიგანის საქართველოში ჩამოსვლას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან და ძირითადად კი მას წინა ელჩს კელი დეგნანს ადარებენ, თემის დეტალები ნახეთ ცარო კირვალიძის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.