უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმი ზელენსკი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის მიუხედავად, უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა არ შეწყდება. ზელენსკის თქმით, მას პარტნიორებთან ახლო კომუნიკაცია აქვს და მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურს, რომ ისინი უკრაინის დახმარებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.